[Sáms~úñg-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები 5Е, 5С, É~2]
[რა მოხდა]
[სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „5É“, „5C“ ან „É2“.]
[ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი და ტემპერატურის ქვემოდან მეორე ინდიკატორი.]
[რას აღნიშნავს შეცდომის კოდი]
[მანქანიდან არ გამოდის წყალი.]
[რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი]
- [დრენაჟის შლანგი მოხრილია, დაკეცილია ან გაჭედილია (ხშირად, გაჭედვის მიზეზს წარმოადგენს დრენაჟის შლანგში ცხოველების ბეწვის მოხვედრა, რაც ხელს უშლის მანქანის წყლისგან დაცლას);]
- [გაჭედილია კანალიზაცია;]
- [გაჭედილია მანქანის შიგნით არსებული შლანგები;]
- [გაჭედილია დრენაჟის ფილტრი ან დრენაჟის ტუმბო;]
- [დრენაჟის ტუმბო არ მუშაობს;]
- [დრენაჟის შლანგი ძალიან გრძელია (თუ დამატებულ მონაკვეთთან ერთად მისი სიგრძე აჭარბებს 3 მეტრს, დრენაჟის ტუმბოს სიმძლავრე შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მანქანის წყლისგან დასაცლელად);]
- [მანქანაში წყალი გაყინულია (თუ მანქანა ინახებოდა ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე).]
[ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო]
- [ჩახსენი სარეცხი მანქანა ელექტრული ქსელის როზეტიდან;]
- [ჩახსენი დრენაჟის შლანგი კანალიზაციიდან (სიფონიდან, მილიდან). თუ დრენაჟის შლანგი დაგრძელებულია, მოხსენი დამატებული მონაკვეთი;]
- [მოათავსე დრენაჟის შლანგის ბოლო აბაზანაში ან ნიჟარაში. დარწმუნდი, რომ დრენაჟის შლანგი არ არის გადაგრეხილი;]
- [ჩართე მანქანა და გაუშვი რეჟიმი „გავლება + გაწურვა“ (სარეცხის და ფხვნილის გარეშე).]
[თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გაწმინდე გაჭედილი კანალიზაციის სისტემა (სიფონი, მილი). ამის შემდეგ დააკავშირე მანქანა კანალიზაციასთან.]
[თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გადადი შემდეგ საფეხურზე.]
[თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.]
[თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის მიმართე Sáms~úñg-ის მხარდაჭერის ცენტრს ან უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.]