[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]

[თუ Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ ირთვება ერთ-ერთი აპლიკაცია ან ჩანს შავი ეკრანი, შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები. ამავე დროს, სხვა აპლიკაციები გამართულად უნდა მუშაობდეს.]

[გადატვირთე ტელევიზორი]

[გადასატვირთად ჩახსენი ტელევიზორი დენის როზეტიდან და დაელოდე 2 წუთით. შემდეგ კვლავ შეაერთე ის როზეტში და სცადე აპლიკაციის გაშვება.]

[თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[ხელახლა დააინსტალე ეს აპლიკაცია]

[შენიშვნა:]

[აპლიკაციის ხელახლა დაყენება შესაძლებელია მხოლოდ J, K, M, Ñ~, Q, LS სერიის ტელევიზორებზე (გამოშვებული 2015-2018 წლებში) თუ შენი ტელევიზორი სხვა მოდელია, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

1 [გადადი აპლიკაციების პანელში „ÁPPS~“ და აირჩიე ის პულტის ცენტრალური ღილაკზე დაჭერით.]
[ÁPPS~]
2 [დაინსტალებული აპლიკაციებიდან აირჩიე ის, რომელიც არ მუშაობს.]
[გაუმართავი აპლიკაცია]
3 [ხანგრძლივად დააჭირე პულტის ცენტრალურ ღილაკს (ან დააჭირე ღილაკს „Tóól~s“), სანამ არ გამოჩნდება დამატებითი მენიუ.]
[დამატებითი მენიუ]
4 [აირჩიე პუნქტი „ხელახალი ინსტალაცია“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
5 [დაელოდე ხელახლა დაინსტალების დასრულებას. ინსტალაციის დრო დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
6

[ხელახლა დაინსტალების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.]

[თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[დააკავშირე ტელევიზორი სხვა Wí-Fí~ წვდომის წერტილთან]

[აპლიკაცია შეიძლება არ მუშაობდეს იმ მიზეზით, რომ პროვაიდერი ბლოკავს ზოგიერთ ÍP-მისამართს, რომლებთან დაკავშირებასაც ცდილობს აპლიკაცია.]

[ამის შესამოწმებლად, დააკავშირე ტელევიზორი სხვა წვდომის წერტილთან. ამის მარტივად გასაკეთებლად, გამოიყენე შენი სმარტფონის Wí-Fí~ წვდომის წერტილის ფუნქცია და დაუკავშირდი მას.]

[შეცვალე DÑS-სერვერის მისამართი]

[პროვაიდერის გარდა, პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს DÑS-სერვერთან, ამის შესამოწმებლად, შეცვალე D~ÑS-სერვერის მისამართი ტელევიზორზე.]

1 [გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
2 [თუ შენი ტელევიზორის მენიუში არის პუნქტი „ზოგადი“, გახსენი ის. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
3 [აირჩიე პუნქტი „ქსელი“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
4 [აირჩიე პუნქტი „ქსელის მდგომარეობა“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
5 [დარწმუნდი, რომ შესაძლებელია ინტერნეტთან დაკავშირება.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
6 [აირჩიე პუნქტი „ÍP პარამეტრები“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
7 [აირჩიე პუნქტი „DÑS-ის პარამეტრები“ და აირჩიე „ხელით შეყვანა“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
8 [აირჩიე ველი „DÑS-ის სერვერი“ და შეიყვანე 8.8.8.8 ან 208.67.222.222 ან 77.88.8.8 (როსტელეკომისთვის).]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
9 [პარამეტრების დასამახსოვრებლად შეეხე ღილაკს „ÓK“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
10 [პარამეტრების დამახსოვრების შემდეგ დარწმუნდი, რომ ტელევიზორი დაკავშირებულია ინტერნეტთან.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
11 [გადატვირთე ტელევიზორი და შემდეგ შეამოწმე, მუშაობს თუ არა აპლიკაცია.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[გადატვირთე Smár~t Húb~-ის პარამეტრები]

[Smár~t Húb~-ის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ წაიშლება ყველა ჩატვირთული აპლიკაცია და დაინსტალდება ქარხნული ვერსიები. გადატვირთვის დროს წაიშლება აპლიკაციის ყველა მონაცემი და პარამეტრები და ასევე პროგრამული შეცდომებიც.]

[შენიშვნა:]

[Smár~t Húb~-ის გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRÚ მოდელის კოდით და É~ÁC ნიშნით.]

[გადატვირთვის შემდეგ Smár~t Húb~ შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.]

1 [გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
2 [აირჩიე პუნქტი „მხარდაჭერა“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
3 [აირჩიე პუნქტი „თვითდიაგნოსტიკა“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
4 [აირჩიე პუნქტი „Smár~t Húb~-ის გადატვირთვა“.]
5 [შეიყვანე ტელევიზორის PÍÑ-კოდი (ნაგულისხმევი კოდია 0000).]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
6 [დაელოდე გადატვირთვის დასრულებას.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
7 [გადატვირთვის შემდეგ გამოდი მენიუდან. გადადი მთავარ ეკრანზე და აირჩიე პანელი „ÁPPS~“. გამოჩნდება ახალი ფანჯარა თავდაპირველი პარამეტრების ინფორმაციით, დააჭირე ღილაკს „ÓK“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
8 [აირჩიე „ვეთანხმები ყველაფერს“ და დააჭირე ღილაკს „ÓK“.]
9 [გაიარე ავტორიზაცია Sáms~úñg-ის ანგარიშზე ან დააჭირე ღილაკს „გამოტოვება“.]
[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]
10 [აირჩიე აპლიკაცია, რომელთა დაინსტალებაც გსურს და დააჭირე ღილაკს „მზადაა“.]
11 [გადატვირთვის შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.]

[შენიშვნა:]

[აპლიკაციის გაშვებამდე დარწმუნდი, რომ ჩატვირთულია ყველა დაინსტალებული აპლიკაცია. მათი ხატულები არ უნდა იყოს მუქ ფერში.]

[აპლიკაციის ჩატვირთვის სიჩქარე დამოკიდებულია ინტერნეტ-კავშირის სიჩქარეზე.]

[Sáms~úñg-ის ტელევიზორზე არ მუშაობს S~márt~ Húb-ის აპლიკაცია]

[
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები]

[გადატვირთვის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე და წაიშლება ყველა პროგრამული შეცდომა.]

[შენიშვნა:]

[გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRÚ მოდელის კოდით და É~ÁC ნიშნით.]

[გადატვირთვის შემდეგ Smár~t Húb~ შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.]

[გადატვირთვის შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება..]

[თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[განაახლე ტელევიზორის fírm~wáré~]

[თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი fírm~wáré~, დააინსტალე ის. თუ არ არის გამოსული ახალი fírm~wáré~, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[Fírm~wáré~-ის განახლების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.]

[თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

[დაუკავშირდი აპლიკაციის დეველოპერს]

[თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა და აპლიკაცია ისევ არ მუშაობს, დაუკავშირდი ამ აპლიკაციის დეველოპერს.]

[ზოგადად საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია აპლიკაციის დეტალებში Sáms~úñg Á~pps-ში, მაგალითად Ý~óúTú~bé-ისთვის - ýó~útúb~étv-h~élp@g~óógl~é.cóm~. აპლიკაციის დეტალების სანახავად, მოძებნე ის Sáms~úñg Á~pps-ზე და შემდეგ შეეხე ეკრანზე არსებულ, სამი წერტილით გამოსახულ ღილაკს.]

[გახსნილ ფანჯარაში სცადეთ დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, როგორ წესი ეს არის ვებსაიტი ან ელ. ფოსტის მისამართი.]