[როგორ განვბლოკო Sáms~úñg G~áláx~ý, თუ დამავიწყდა გრაფიკული გასაღები, PÍÑ~-კოდი ან პაროლი]

[ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა განბლოკო სმარტფონი ან პლანშეტი, თუ დაგავიწყდა PÍÑ-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.]

[თუ ვერ ახერხებ Sáms~úñg G~áláx~ý მოწყობილობის ეკრანის განბლოკვას, პირველ რიგში სცადე შემდეგი მოქმედებების შესრულება:]

1 [განსაზღვრე, რა ტიპის ბლოკირების ფუნქციაა გააქტიურებული შენს მოწყობილობაზე:]
  • [თითის ანაბეჭდი;]
  • [PÍÑ-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.]

[თუ მოწყობილობაზე გააქტიურებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია, მაგრამ არ მუშაობს, მოწყობილობის განბლოკვისთვის შეგიძლია შეიყვანო PÍÑ-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები, რომელიც თითის ანაბეჭდთან ერთად დააყენე.] 

[ამის შემდეგ შეგიძლია ხელახლა დააყენო თითის ანაბეჭდის პარამეტრები.]

[თუ PÍÑ-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების შეყვანისას არ მოხდა სმარტფონის განბლოკვა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე]

2 [გადატვირთე მოწყობილობა.]

[ზოგჯერ ოპერაციული სისტემა ვერ ახერხებს PÍÑ-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების ამოცნობას მაშინაც კი, როდესაც ის სწორად არის შეყვანილი.]

[ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის გადატვირთე მოწყობილობა:]

  • [ერთდროულად დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს და გეჭიროს ათი წამის განმავლობაში (ძველ მოდელებში საჭიროა მხოლოდ ჩართვის ღილაკზე დაჭერა). ტელეფონი გადაიტვირთება მომენტალურად, გაფრთხილების გარეშე.]
  • [თუ ეკრანზე გამოჩნდა გამორთვის და გადატვირთვის მენიუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღილაკებზე არ გქონდა დაჭერილი საკმარისად ხანგრძლივი დროით.]

[თუ სმარტფონის გადატვირთვით პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.]

3 [თუ წინა მეთოდებით პრობლემა არ გამოსწორდა, განახორციელე მონაცემთა გადატვირთვა – ამ დროს მოწყობილობიდან წაიშლება ყველა მონაცემი და პარამეტრი, მათ შორის პინ-კოდის, პაროლის ან თითის ანაბეჭდის პარამეტრები.]

[მონაცემების გადატვირთვის შემდეგ, ტელეფონის ჩართვას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ზოგჯერ ამ პროცესს დაახლოებით ერთი საათი ესაჭიროება.]

[თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ პარამეტრების გადატვირთვას, შეგიძლია მიმართო ერთ-ერთ ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.]