[როგორ ჩავსვა SÍM-ბარათი S~ámsú~ñg Gá~láxý~ მოწყობილობაში]
[იმისათვის, რომ განახორციელო ზარები, გააგზავნო შეტყობინებები და ისარგებლო მობილური ინტერნეტით, საჭიროა შენს სმარტფონში ან პლანშეტში მოთავსებული იყოს SÍM-ბარათი.]
[ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოვათავსოთ SÍM-ბარათი არამოხსნადი ელემენტის მქონე სმარტფონში.]
[სად მდებარეობს SÍM-ბარათის განყოფილება]
[SÍM-ბარათის განყოფილების ადგილმდებარეობა დამოკიდებულია S~ámsú~ñg Gá~láxý~-ს მოდელზე და ის შეიძლება მდებარეობდეს ტელეფონის კორპუსის მარცხენა, ზედა ან ქვედა კიდეზე.]
[როგორ ჩავსვა SÍM-ბარათი]
[SÍM-ბარათის ბუდის სმარტფონის კორპუსიდან ამოსაღებად გამოიყენე ჩხირი (წკირი). წკირი შედის სმარტფონის კომპლექტში.]
[სმარტფონის ზოგიერთ მოდელში, SÍM-ბარათის ბუდის ამოსაღები ხვრელი მდებარეობს მიკროფონის ხვრელის გვერდით. მაგალითად G~áláx~ý S21 სერიის სმარტფონებში. კორპუსის კონსტრუქციის წყალობით, ჩხირის შემთხვევით არასწორ ხვრელში მოთავსების შემთხვევაში მიკროფონი არ დაზიანდება.]
ერთ სმარტფონში შეგიძლია მოათავსო ორი S~ÍM-ბარათი და ისარგებლო ორი სატელეფონო ნომრით. ორი ბარათის სლოტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია Gá~láxý~ მოწყობილობის მოდელზე.]
[Dúál~ SÍM ბუდე შედგება ორი სლოტისგან: Ñ~áñó-S~ÍM-ბარათის სლოტისგან და უნივერსალური სლოტისგან. უნივერსალურ სლოტში შესაძლებელია მოთავსდეს ან მეორე Ñá~ñó-SÍ~M-ბარათი ან míc~róSD~ მეხსიერების ბარათი. უნივერსალურ სლოტში ორი ტიპის ბარათის ერთდროულად მოთავსება შეუძლებელია.]
- [მოათავსე ჩხირი SÍM-ბარათების ბუდის ხვრელში პერპენდიკულარულად, რათა არ დააზიანო მოწყობილობა.]
- [SÍM-ბარათი შეიძლება ამოვარდეს, თუ ის მყარად არ ზის ბუდეში.]
- [თუ SÍM-ბარათი არ არის საიმედოდ დაფიქსირებული ბუდეში, S~ÍM-ბარათმა შეიძლება არ იმუშაოს ან ვერ მოხდეს მისი ამოცნობა მოწყობილობის მიერ.]
- [მოწყობილობაში ნესტიანი ან სველი ბუდის ჩასმამ შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.]
- [ბუდე ბარათის განყოფილებაში მჭიდროდ უნდა მოთავდეს, რათა გამოირიცხოს მოწყობილობაში წყლის მოხვედრა.]