[როგორ დავაყენო ვირტუალური SÍM-ბარათი (é~SÍM) S~ámsú~ñg Gá~láxý~-ზე]

[ვირტუალური SÍM-ბარათი (é~SÍM) არის სმარტფონში ინტეგრირებული მოდული, რომელზეც შეგიძლია ჩაწერო ინფორმაცია ოპერატორის, ტელეფონის ნომრის და ტარიფების შესახებ. მისი საშუალებით, პლასტიკური S~ÍM-ბარათების გარეშე შეგიძლია ზარების განხორციელება, შეტყობინებების გაგზავნა და ინტერნეტით სარგებლობა. მობილური ქსელის ყველა პარამეტრი თავად მოწყობილობაში ინახება ციფრული ფორმით.]

[გაითვალისწინე:] 

  • [ყველა Sáms~úñg G~áláx~ý სმარტფონს და ყველა მობილურ ოპერატორს არ გააჩნია éSÍ~M-ის მხარდაჭერა.] 
  • [იმისათვის რომ გაიგო, არის თუ არა ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი შენი მოწყობილობის მოდელისთვის, გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოს.]
  • [შენს ტელეფონის ნომერზე éSÍM~-ის გამოყენების შესაძლებლობა დააზუსტე ოპერატორთან.] 
[sáms~úñg-ზე é~sím-ის დაყენება]

[როგორ დავამატო éSÍM~ ტელეფონზე]

[éSÍM~-ის სმარტფონზე დასამატებლად, პირველ რიგში დაუკავშირდი შენი მობილური ქსელის ოპერატორს. თუ გსურს არსებული პლასტიკური ბარათის ჩანაცვლება ან ახალი ტელეფონის ნომრის დამატება, ოპერატორი მოგაწვდის ვირტუალური SÍM-ბარათის აქტივაციისთვის საჭირო მონაცემებს.]

[ამის შემდეგ შეასრულე შემდეგი საფეხურები:]

[ვირტუალური სიმი] [ვირტუალური სიმი]

[საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“.]

[ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი] [ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი]

[საფეხური 2. აირჩიე „SÍM-ბარათის დისპეტჩერი“.]

[sáms~úñg-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება] [sáms~úñg-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება]

[საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „éSÍM~-ის დამატება“.]

[sáms~úñg-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება] [sáms~úñg-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება]

[საფეხური 4. აირჩიე პუნქტი „QR კოდის სკანირება“.]

[ésím~ sáms~úñg] [ésím~ sáms~úñg]

[საფეხური 5. კამერის მეშვეობით დაასკანირე ქსელის ოპერატორის მიერ მოწოდებული QR კოდი.]

[თუ QR კოდის გამოსახულება შენახულია „გალერეაში“, დააჭირე მის სიმბოლოზე [გალერეა] და აირჩიე საჭირო ფაილი.]

[თუ QR კოდის ნაცვლად ოპერატორმა მოგაწოდა აქტივაციის კოდი, აირჩიე პუნქტი „აქტივაციის კოდის შეყვანა“.]

[შემდეგ მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს. აქტივაციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მოწყობილობის ÉÍD კოდის შეყვანა. მის სანახავად გადადი მენიუში „პარამეტრები“  → „ინფორმაცია ტელეფონის შესახებ“  → „სტატუსი“  → É~ÍD.]

[გაითვალისწინე:]

[თუ შენი მოწყობილობის პარამეტრებში არ არის პუნქტი „SÍM-ბარათის დისპეტჩერი“, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი ფიზიკური S~ÍM-ბარათის მხარდაჭერა. მსგავს მოწყობილობაზე éS~ÍM-ის გამოყენება შეუძლებელია.]

[როგორ გამოვიყენო éSÍM~]

[éSÍM~ შეგიძლია გამოიყენო ერთ ფიზიკურ SÍM-ბარათთან ერთად ან მის გარეშე.]

[ტელეფონზე შეგიძლია დაამატო 2-დან 10-მდე ვირტუალური SÍM-ბარათი (რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე).]

[ერთდროულად რამდენიმე éSÍM~-ის გამოყენება შეუძლებელია, აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ვირტუალური SÍM-ბარათი. საჭიროებისამებრ შეგიძლია გადაერთო დამატებულ é~SÍM-ებს შორის.]

[éSÍM~-ის ასარჩევად, გახსენი მენიუ „პარამეტრები“  → „დაკავშირება“ → „SÍM-ბარათის დისპეტჩერი“. აირჩიე ვირტუალური ბარათი, რომლის გააქტიურებაც გსურს.]

[როგორ წავშალო éSÍM~]

  1. [გახსენი მენიუ „პარამეტრები“  → „დაკავშირება“ → „SÍM-ბარათის დისპეტჩერი“ → é~SÍM.]
  2. [დააჭირე ღილაკზე „წაშლა“.]

[რა უნდა გავაკეთო, თუ ვერ ვახერხებ ტელეფონზე éSÍM~-ის დამატებას]

[პირველ რიგში დარწმუნდი, რომ შენს ტელეფონს აქვს éSÍM~-ის მხარდაჭერა.]

[éSÍM~ მოდული წარმოადგენს სპეციალურ ჩიპს, რომელიც მოწყობილობაში აპარატულ დონეზეა ინტეგრირებული. თუ ეს ფუნქცია არ არის გათვალისწინებული შენს მოდელში, მის დამატებას ვერ შეძლებ  აპლიკაციის ან აქსესუარის გამოყენებით.]

[თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენს ტელეფონს აქვს ვირტუალური SÍM-ბარათის მხარდაჭერა, თუმცა მის დამატებას ვერ ახერხებ, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები:]

1 [დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს.]

[ხშირად პრობლემის მიზეზს  QR კოდის ან აქტივაციის კოდის ვადის გასვლა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ოპერატორისგან მოითხოვე éS~ÍM-ის ახალი მონაცემები და ხელახლა სცადე მისი დამატება.]

2 [სცადე სხვა éSÍM~-ის დამატება.]

[თუ სხვა ვირტუალური SÍM-ბარათის დამატებისას პრობლემები არ დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი გამართულად მუშაობს და პრობლემა ქსელის მუშაობას უკავშირდება.]

[ამ შემთხვევაში დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს და გაარკვიე, თუ რით არის გამოწვეული ეს პრობლემები.]

3 [მოახდინე ქსელის პარამეტრების გადატვირთვა.]

[ტელეფონი წაშლის დამატებული ქსელების პარამეტრებს (მათ შორის Wí-Fí~ და Blúé~tóót~h ქსელებს), რათა გამოირიცხოს ხარვეზის კავშირი ამ ქსელების მუშაობასთან.  გადატვირთვის შემდეგ საჭირო გახდება Wí-F~í და Blú~étóó~th მოწყობილობებთან ხელახლა დაკავშირება.]

[გახსენი „პარამეტრები“ > ზოგადი პარამეტრები] [გახსენი „პარამეტრები“ > ზოგადი პარამეტრები]

[საფეხური 1. გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ. გადადი „ზოგადი პარამეტრების“ განყოფილებაში.]

[აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“] [აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“]

[საფეხური 2. აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“.]

[აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“] [აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“]

[საფეხური 3. აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“.]

[აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“] [აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“]

[საფეხური 4. დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე. შეიყვანე PÍÑ-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.]

[დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე] [დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე]

[საფეხური 5. ოპერაციის დასაწყებად დააჭირე ღილაკზე „გადატვირთვა“.]

4 [მოახდინე ტელეფონის მონაცემთა გადატვირთვა.]

[მონაცემთა გადატვირთვამ შეიძლება აღმოფხვრას პროგრამული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისთვის სისტემის ხელახლა ჩატვირთვა არ არის საკმარისი.] 

[შენიშვნა:]

[მონაცემთა გადატვირთვამდე აუცილებლად შექმენი მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლები. მონაცემთა გადატვირთვის შემდეგ მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება¡]

[თუ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა, სავარაუდოდ ტელეფონია დაზიანებული. იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ შენს Sáms~úñg G~áláx~ý მოწყობილობას რემონტი ესაჭიროება, მიმართე უახლოეს სერვის-ცენტრს.]