[Sáms~úñg-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი Ú~É, ÚB, É~4]

[რა მოხდა]

[სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „ÚÉ“, „ÚB~“ ან „É4“.]

[Sáms~úñg-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი Ú~É, ÚB, É~4]

[ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ზემოდან მეორე ინდიკატორი.]

[Sáms~úñg-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი Ú~É, ÚB, É~4]

[როდის და რატომ ჩნდება შეცდომის კოდი]

[შეცდომის კოდი ჩნდება გაწურვის ციკლის წინ, როდესაც მანქანა ცდილობს თანაბრად გადაანაწილოს თეთრეული დოლურას კედლებზე. თუ მანქანა ვერ შეძლებს თეთრეულის გადანაწილებას, გამოისახება შეცდომის შეტყობინება.]

[თეთრეულის გადანაწილება ვერ ხერხდება, როდესაც:]

  • [თეთრეული ერთადაა შეკრული ან ერთმანეთშია გადახლართული;]
  • [მანქანაში მოთავსებულია არასაკმარისი რაოდენობის ნივთი: ერთი ან ორი;]
  • [მანქანაში ძალიან ბევრი ნივთია.]

[ჩვეულებრივ, ეს შეცდომის კოდი გამოისახება მაშინ, როდესაც რეცხვის დასრულებამდე დარჩენილია 9, 7 ან 3 წუთი. შეცდომის კოდის გამოჩენამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში დოლურა ნელა ტრიალებს  ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით - მანქანა ცდილობს თეთრეულის თანაბრად გადანაწილებას. ამ დროს ეკრანზე გამოსახული დრო არ იცვლება.]

[როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომის კოდის გამოჩენა]

[რა არის ჩატვირთული დოლურაში]

[რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი]

[როგორ გამოვასწორო]

[ერთი ან ორი ნივთი]

[სარეცხი მანქანა ვერ ახერხებს გაწურვის წინ ნივთების დოლურას ზედაპირზე თანაბრად გადანაწილებას. ძირითადი დატვირთვა დოლურას მხოლოდ ერთ მხარეს მოდის.]

[მოათავსე მინიმუმ 3-4 ნივთი.]

[ერთი დიდი ზომის (მძიმე) ან რამდენიმე მცირე ზომის (მსუბუქი) ნივთი]

[გაწურვის სიჩქარე დააყენე 400ბრ/წთ-ზე ან გაუშვი რეცხვის რეჟიმი გაწურვის ციკლის გარეშე.]

[სხვადასხვა ტიპის ქსოვილის თეთრეული]

[სხვადასხვა ტიპის ქსოვილი წყალს განსხვავებულად შეიწოვს. ამის გამო ნივთების წონა შეიძლება განსხვავებული იყოს და ამან ხელი შეუშალოს ნორმალურ გაწურვას.]

[დოლურაში მოათავსე მსგავსი მასალისგან დამზადებული ნივთები.]

[საწოლის თეთრეული]

[რეცხვის დროს ნივთები შეიძლება ერთმანეთში გადაიხლართოს ან ჩაცურდეს საბნის ან ბალიშის პირში.]

[ერთ ჯერზე დოლურაში მოათავსე არაუმეტეს 2კგ თეთრეულისა. წურვის სიჩქარე დააყენე 800ბრ/წთ-ზე.]

[დიდი რაოდენობით თეთრეული]

[თუ მანქანაში დიდი რაოდენობით თეთრეულია მოთავსებული, დოლურას შეიძლება მათი გადანაწილება გაუჭირდეს.]

[მანქანის მაქსიმალური დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ „ბამბის“ რეჟიმის გამოყენების დროს. იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ უნდა ჩატვირთო მანქანა სწორად, გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოს განყოფილებას, სახელწოდებით „ციკლების მიმოხილვა/ცხრილი“.]

[ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო]

1 [გააღე კარი და ამოიღე თეთრეული. თუ კარი არ გაიღო, დაელოდე 5-7 წუთი და ხელახლა სცადე.]
1 [გამორთე სარეცხი მანქანა [წრე და ხაზი]„ჩართვა/გამორთვის“ ღილაკზე დაჭერით,შემდეგ ჩახსენი როზეტიდან. კარის განბლოკვა უნდა მოხდეს ხუთი წუთის განმავლობაში.
თუ კარი ამის შემდეგაც არ გაიღო, დაცალე მანქანა წყლისგან ავარიული რეჟიმის გამოყენებით.]
2 [Пწყლისგან დაცლის შემდეგ ჩაატარე სარეცხი მანქანის კალიბრაცია.
ეს რეჟიმი Sáms~úñg-ის ყველა სარეცხ მანქანას არ აქვს. კალიბრაციის რეჟიმის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად გაეცანი შენი სარეცხი მანქანის მომხმარებლის სახელმძღვანელოს, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლია განყოფილებიდან სახელმძღვანელო და ჩამოტვირთვა.]
2 [თუ ნივთები ერთმანეთშია გადახლართული, გაშალე ისინი და თანაბრად გადაანაწილე დოლურაში.]
3 [დახურე კარი.]
4 [წურვის ციკლის გასაგრძელებლად დააჭირე „დაწყება/დაპაუზების [სამკუთხედი და ორი ხაზი] ღილაკზე.]
  • [თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის მოხმარება, რადგან ის გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზი ისაა, რომ ვერ მოხერხდა სარეცხ მანქანაში თეთრეულის თანაბრად გადანაწილება.]
  • [თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოისახება, შეამოწმე მანქანის მუშაობა თეთრეულის ჩატვირთვის გარეშე:
    1. გააღე კარი და ამოიღე თეთრეული;
    2. დახურე კარი;
    3. წურვის ციკლის გასაგრძელებლად დააჭირე  „დაწყება/დაპაუზების“ [სამკუთხედი და ორი ხაზი]
 ღილაკზე.]
  • [თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.]