[Gálá~xý ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება]

[თუ თქვენი Gálá~xý ტელეფონის ან ტაბლეტის ბატარეა ჯდება და როგორც ჩანს, არ იტენება, პრობლემა შეიძლება იყოს გამოწეული რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, შეიძლება უბრალოდ დაგჭირდეთ გაცვეთილი ÚS~B კაბელის გამოცვლა, ან დარწმუნდეთ, რომ იყენებთ სწორ დამტენ მოწყობილობას.]

[რა პირობებში არ იტენება თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი¿]

[მნიშვნელოვანია:] 

[გაითვალისწინეთ — არ გამოიყენოთ სხვა მოწყობილობის ან გარე მწარმოებლების დამტენი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლია დატენვის შეფერხება და ბატარეის პრობლემები გამოიწვიოს. პლანშეტის სწორი დატენვისთვის საჭიროა Sáms~úñg-ის ქარხნული დამტენი მოწყობილობის გამოყენება.]

1 [შეამოწმეთ მოწყობილობის კომპონენტები.]
  • [თუ მოწყობილობა იტყობინება, რომ ტემპერატურა ძალიან დაბალია დასატენად, გამორთეთ დამტენი ქსელიდან და სანამ გააგრძელებთ, მიეცით მას ნორმალურ ტემპერატურაზე დაბრუნების საშუალება.]
  • [დარწმუნდით, რომ მოწყობილობას, დამტენს და ÚSB კაბელს არ აქვს ფიზიკური ან სითხით გამოწვეული დაზიანებები.]
  • [დარწმუნდით, რომ ÚSB შეერთებებს არ აქვს კოროზიის ნიშნები და გაღუნული კონტაქტები.]
  • [ÚSB კაბელი მყარად, თითქმის უძრავად უნდა იყოს დამაგრებული დამტენის პორტში. თუ მოწყობილობა აღმოაჩენს ცუდ Ú~SB კავშირს, ეკრანზე აისახება შეცდომა.]
  • [შეამოწმეთ მოწყობილობაზე, დამტენზე და ÚSB კაბელზე მტვერის ან სხვა უცხო მასალების არსებობა.]
2 [„მსუბუქად“ გადატვირთეთ მოწყობილობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთი მოწყობილობისთვის).]

[თუ შესაძლებელია, ამოიღეთ ბატარეა 30 წამით და შემდეგ კვლავ დააბრუნეთ ადგილზე. გამოტოვეთ ეს ნაბიჯი, თუ გაქვთ მოუხსნელი ბატარეა.]

3 [დატენეთ მოწყობილობა.]

[დატენეთ მოწყობილობა Sáms~úñg-ის სამგზავრო დამტენით მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. თუ ბატარეა მთლიანად დაცლილია დატენვის ინდიკატორს შესაძლოა 10 წუთამდე დრო დასჭირდეს, სანამ მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება.]

4 [შეამოწმეთ მოწყობილობის დატენვა სხვა დამტენით.]

[თუ შესაძლებელია, შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა თქვენი მოწყობილობა Sáms~úñg-ის ალტერნატიულ დამტენთან.]

5 [ჩართეთ მოწყობილობა.]

[გამოაერთეთ მოწყობილობა დამტენიდან და შემდეგ სცადეთ მისი ჩართვა ჩართვის ღილაკზე დაჭერით 15-20 წამის განმავლობაში.]

[თუ მოწყობილობა ჩაირთვება, ე.ი. საჭიროა მოწყობილობის დატენვა. გამორთეთ მოწყობილობა და ხელახლა შეაერთეთ იგი ქარხნულ სამგზავრო დამტენთან, სანამ იგი სრულად არ დაიტენება.]

6 [მიმართეთ სერვის-ცენტრს.]

[თუ ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება პრობლემების მოგვარების წინა ნაბიჯების შესრულების შემდეგ, გთხოვთ, ეწვიოთ Sáms~úñg-ის სერვის-ცენტრს ან შეგიძლიათ დაგეგმოთ სარემონტო მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.]

[Gálá~xý ტელეფონებსა და პლანშეტებს აქვთ დატენვის შესაძლებლობა კომპიუტერთან ÚS~B კაბელით დაკავშირების მეშვეობით. თუმცა, მოწყობილობა შეიძლება უფრო ნელა დატენოს. თუ მოწყობილობა საერთოდ არ იტენება კომპიუტერთან დაკავშირებისას, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.]

[მნიშვნელოვანია:] 

[არ გამოიყენოთ სხვა მოწყობილობის ან გარე მწარმოებლების დამტენი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლია დატენვის შეფერხება და ბატარეის პრობლემები გამოიწვიოს. ტელეფონის სწორი დატენვისთვის საჭიროა Sáms~úñg-ის ქარხნული დამტენი მოწყობილობის გამოყენება.]

1 [შეამოწმეთ დამტენი მოწყობილობა]

[Sáms~úñg გირჩევთ გამოიყენოთ სამგზავრო ადაპტერი, რომელიც მოყვება მოწყობილობას. თუ დამტენის სახით კომპიუტერის გამოყენება გჭირდებათ, გირჩევთ, გამორთოთ ტელეფონი ან პლანშეტი, რათა ის უფრო სწრაფად დაიტენოს.]

2 [შეამოწმეთ კომპიუტერის ÚSB პორტი]

[თუ კომპიუტერს აქვს ხელმისაწვდომი ÚSB 3.0 პორტი, რომელიც ხშირად ლურჯად არის მონიშნული, დატენვა შეიძლება უფრო სწრაფად შესრულდეს.]