[Sáms~úñg-ის სარეცხ მანქანას ძლიერი ვიბრაცია აქვს]

[სარეცხი მანქანას ვიბრაცია შეიძლება ქონდეს, რამოდენიმე მიზეზის გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ქვევით. შეამოწმეთ რიგ რიგობით ყველა მათგანი.]

[მანქანის მუშაობისას ვიბრაცია-ნორმალურია. მანქანა ვიბრაციის გარეშე ვერ იმუშავებს. ამ სტატიაში განიხილება ძლიერი ვიბრაციის მიზეზები, როცა მანქანა "დახტის" ან მოძრაობს.]

[არაა მოხსნილი ქარხნული სამაგრები]

[ქარხნული სამაგრები ყენდება მანქანაზე ქარხანაში. ისინი აფიქსირებენ ბაკს გადატანისას და იცავენ დაზიანებისგან. სარეცხი მანქანის გამოყენების წინ სამაგრები უნდა მოიხსნას. თუ ეს არ იქნა გაკეთებული, მანქანას ძლიერი ვიბრაცია ექნება.]

[სამაგრები მდებარეობს სარეცხი მანქანის უკანა კედელზე. მანქანის მოდელიდან გამომდინარე შეიძლება კონდეს სამიდან ხუთ სამაგრამდე.]

[ასე გამოიყურება ქარხნული სამაგრი]

[შეამოწმეთ, მოხსნილია თუ არა სამაგრები თქვენს მანქანაზე. თუ არა, მოხსენით ქანჩის გსაღებით და დაუყენეთ დანამატი, რომელიც მოყვება კომპლეტში.]

[შეუთავსებელი იატაკის ზედაპირი]

[იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი და მყარი. საუკეთესო ვარიანტია ბეტონის იატაკი და არასრიალა მეტლახი. თუ მაქანა დგას ხის იატაკზე, ლინონიუმზე, ნოხზე, პარკეტზე ან ლამინატზე მას ვიბრაცია ექნება.]

[თუ იატაკი არის სრიალა და მანქანა მოძრაობს რეცხვისას, გამოიყენეთ სპეციალური ანტივიბრაციული სამაგრები.]

[მანქანის არასწორი მონტაჟი]

[მანქანანა უნდა იყოს გასწორებული თარაზოში. თუ მანაქანა დგას არასწორად, მას ვიბრაცია ექნება.]

[დასარეგულირებლად დაატრიალეთ ხრახნი და დაატრიალეთ მანქანის ფეხები, სანამ მანქანა არ იდგება სწორად. ამის შემდგომ ისევ დაატრიალეთ ხრახნი.]

[სარეცხის არასწორი ჩატვირთვა]

[სხვადასხვა ქსოვილი წყალს სხვადასხვანაირად იწოვს. ეს მოკმედებს სარეცხის წონაზე, ქსოვილი რომელიც წყალს უფრო სწრაფად იწოვს, მძიმდება. წონის სხვაობა მანქანაში იწვევს დისბალანსს. ასევე დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზომის სარეცხმა: საბანი, გადასაფარებელი და ა.შ.]

[დისბალანსის შესამცირებლად ეცადეთ გარეცხოთ ერთი ზომის და ქსოვილის სარეცხი.]

[როგორ შევამოწმოთ რომ მანქანა გამართულია]

[ჩართეთ მანქანა სარეცხისა და ფხვნილის გარეშე რეჟიმზე "სწრაფი რეცხვა".]

[თი ვიბრაცია არ ექნება, მაქანა გამართულია.
თუ იქნება ძლიერი ვიბრაცია, ესეიგი მანქანა გაფუჭებულია. დიაგნოსტიკისთვის და სარემონტოდ მიმარტეთ Sáms~úñg-ის მხარდაჭერას.]